კულტურა
ორი გრან-პრი გურჯაანის ანსამბლ „ცერული 1“-ს
ბულგარეთის ქალაქ კუსტენდილსა და ალბენაში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე გურჯაანის ანსამბლმა „ცერული 1“ორი გრან-პრი აიღო.
-„საქართველოდან მხოლოდ ჩვენი ანსამბლი გაემგზავრა ბულგარეთის ფესტივალზე, სულ რვა ქვეყანა მონაწილეობდა. სრულიად მოულოდნელად, ბოლო ორი გამოსვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ იდგა, ვისთვის უნდ მიეცათ გრან-პრი და ჩვენ მივიღეთ. ორი დღის შემდეგ დავტოვეთ კუსტენდილი, მერე ალბენაში გავემგზავრეთ. აქ არა მხოლოდ, ფოლკლორის, არამედ შერეული ჟანრის ფესტივალი იყო. მოლოდინი გამართლდა და აქაც გრან-პრი გადმოგვეცა. “- აღნიშნა speqtri.ge-სთან „ცერული 1“-ის დირექტორმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა თემურ ჯანაშვილმა.

ხელოვნების ფესტივალზე გრან-პრით დაჯილდოვდა ანსამბლის რამდენიმე წევრი, ნომინაციებში „მისტერ ფესტივალი“, „საუკეთესო ჩაცმულობა“ და „ბულგარული ცეკვების საუკეთესო შესრულება“.

| Print |
FaceBook Twitter Google