კულტურა
ჭერემში ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაცია იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, რესტავრაცია ჩაუტარდება.

„სოფლის ტერიტორიაზე არსებული საკათედრო ტაძარი, რომელიც მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებით თარიღდება, საკმაოდ დაზიანებულია. ნაგებობიდან მხოლოდ კედლები და საკურთხეველია შემორჩენილი, ჭერი ჩაქცეულია და სასწრაფოდ შეკეთებას საჭიროებს. თუ დროით არ მივაქციეთ ყურადღება, რაც არის დარჩენილი, ისიც ჩამოიშლება. რესტავრაციის თაობაზე წერილობით მივმართეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. პირველ ეტაპზე გაკეთდება საპროექტო სამუშაოები და მერე ეკლესიას ჩასვამენ მრავალწლიან პროექტში, ანუ ეტაპობრივად მოხდება რეაბილიტაცია. ამასთან დაკავშირებით წერილი უკვე მივიღეთ.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google