კულტურა
„წითელქუდა“ და „ცირკის ჯადოსნები“-სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის
გურჯაანის კულტურის ცენტრში სოციალურად დაუცველი სკოლის მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. მათთვის  ორი წარმოდგენა ჩატარდა.

„ვაჩვენეთ ორი სპექტაკლი -„წითელქუდა“ და „ცირკის ჯადოსნები.“ წითელქუდაში კულტურის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, ხოლო მეორე სპექტაკლი ხათუნა ზარდიაშვილმა დადგა. ღონისძიების დამთავრების შემდეგ ბავშვებს გადავეცით საჩუქრები.“-აღნიშნა კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ძულიაშვილმა.
მისი თქმით ასეთი საქველმოქმედო ღონისძიების გამართვას მომავალშიც იგეგმება.
| Print |
FaceBook Twitter Google