კულტურა
სოფელ ვაჩნაძიანში გვიანდელი შუა საუკუნეების ნასახლარს მიაკვლიეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, სოფლის ისტორიის მუზეუმთან ახლოს, მიწის დამუშავების დროს, გვიანდელი შუა საუკუნეების პერიოდის ნასახლარი აღმოაჩინეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ნასახლარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

-"დღეს სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები და ნასახლარი გვიანდელი შუა საუკუნეებით დაათარიღეს. თუკი სააგენტო გადაწყვეტს და საჭიროდ ჩათვლის, შესაძლოა ამ ადგილას არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდეს. შეიძლება, კონსერვაციაც მოხდეს."- აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.

მისივე თქმით, ნასახლარზე ადამიანის ძვლებთან ერთად თიხის ჭურჭელიც იპოვეს


| Print |
FaceBook Twitter Google