კულტურა
გურჯაანელი მხატვარი საერთაშორისო კონკურსზე მიიწვიეს
18 წლის გურჯაანელი მხატვარი გიორგი ჩიბარაშვილი პორტუგალიაში, საერთაშორისო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის სახელწოდებაა „village with many roads“.
არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ფერადი სახლი“, ღონისძიებისთვის საქართველოდან სულ 6 მონაწილე შეარჩია, მათ შორისაა გიორგი.

-„კონკურსზე მოხდება ჩვენი რეგიონის წარდგენა, თუ როგორ ცხოვრობენ აქ. გამოცდილება უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. კონკურსი ერთ კვირას გაგრძელდება და ხარჯებს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაცია ფარავს. პირველი ღონისძებაა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ. პირველ რიგში ეს „სპექტრის“ დამსახურებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი“.

გიორგი ჩიბარაშვილის შემოქმედებაზე სიუჟეტი speqtri.ge-მ მიმდინარე წლის 17 იანვარს მოამზადა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ის კონკურსზე მიიწვია.
| Print |
FaceBook Twitter Google