კულტურა
გურჯაანელი მოსწავლეების წარმატება კლასიკური მუსიკის კონკურსზე
12-14 მაისს თელავში გამართულ შალვა დავითაშვილის სახელობის კლასიკური მუსიკის კონკურსზე, გურჯაანელმა მოსწავლეებმა მეორე და მესამე ადგილები აიღეს.

გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორის რუსუდან ჩიტაურის თქმით, კონკურსზე გურჯაანის, ვაჩნაძიანისა და ველისციხის სამუსიკო სკოლების საფორტეპიანო, საგუნდო, ვოკალური, ხალხური და საორკესტრო განყოფილების ექვსმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
„მეორე ადგილზე გავიდა გურჯაანის სამუსიკო სკოლის მოსწავლე ლიკა ჯოხაძეს, მესამეზე გურჯაანისა და ველისციხის მოსწავლეები ნია კვეზერელი და მარიამ ქვრივჭირიშვილი. მონაწილის სიგელით დაჯილდოვდნენ ვაჩნაძიანიდან ნანიკო ძამსაშვილი, ველისციხიდან ნინო სეროფიანი, გურჯაანიდან მარიამ ღლიღვაშვილი. მეორე ადგილზე გასულებს სანოტო წიგნები გადაეცათ.“

რუსუდან ჩიტაურის თქმით, კონკურსი კომპოზიტორთა კავშირისა და თელავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა. ჟიურის წევრები იყვნენ კახა ცაბაძე, ვაჟა აზარაშვილი და ვიკა დავითაშვილი. მისივე თქმით, წელს კომისიაში ასევე იყვნენ გერმანიისა და კვიპროსის წარმომადგენლებიც.

| Print |
FaceBook Twitter Google