კულტურა
გურჯაანში მუსიკალური კვირეული გაიხსნა
გურჯაანის მუსიკალური სკოლის დარბაზში თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტი გაიმართა.

როგორც სამუსიკო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელმა რუსუდან ჩიტაურმა განაცხადა, დღეს მუსიკალური კვირეული გაიხსნა.
„სტუმრად არიან თელავის პირველი სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. დღევანდელი მათი ჩამოსვლა, ფაქტობრივად, იმ მეგობრობის გაგრძელებაა, რომელსაც საფუძველი ორი წლის წინ ჩაეყარა. მინდა, მადლობა გადავუხადო თელავის სკოლის დირექტორს და კოლექტივს ჩვენს მეგობრობას ასეთი გაგრძელება რომ მოუნახეს.“

თელავის პირველი სამუსიკო სკოლის დირექტორი მედეა ავალიშვილი დღევანდელი დღით კმაყოფილია და ამბობს, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენი ჩამოსვლის მიზანი, პირველ რიგში, ის არის, რომ გვსურს მთელი წლის შრომა წარმოვაჩინოთ და ამით სტიმული მივცეთ როგორც ბავშვებს, ასევე პედაგოგებს. გურჯაანის მუსიკალურ სკოლასთან მეგობრობა გვაკავშირებს და მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას. დღეს დაახლოებით 40-მდე ბავშვი ჩამოვიყვანეთ, რომლებიც ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ფესტივალებში. დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდანს და მთლიან კოლექტივს, ვინც მხარში გვედგა, რომ ეს ღონისძიება ჩაგვეტარებინა.“

მისივე თქმით, მომავალში ერთობლივი კონცერტი იგეგმება.
| Print |
FaceBook Twitter Google