კულტურა
სოფელ კალაურში სავარაუდოდ კახეთ-ჰერეთის მეფის საფლავს მიაკვლიეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესიის რესტავრაციისას, მარჯვენა ეკვდერში, მეთერთმეტე საუკუნის სამარხს მიაკვლიეს.
ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, საფლავი კახეთ-ჰერეთის მეფეს კვირიკე მესამეს ეკუთვნოდეს.

-„საქმე მართლაც ეხება ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის სამარხსა და აკლდამებს. ჩვენი სააგენტო, ამ არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ ჯერჯერობით ღიად და საჯაროდ არ საუბრობს, უახლოეს დღეებში გვექნება ცნობები და შესაბამისი განცხადებაც გავრცელდება. ასე რომ, საბოლოო შესწავლამდე სხვა რაიმე ტიპის კომენტარს ვერ გავაკეთებთ. არსებობს წინასწარი ვარაუდი, რომელსაც დასაბუთება სჭირდება.“-აღნიშნა speqtri.ge-სთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

კვირიკე III 1010-1037 წლებში მეფობდა . მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის).

1037 წელს საქართველს მეფემ ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის ინიციატივით ალყა შემოარტყა თბილისს. მალე მასთან გამოცხადდა კვირიკე დიდი თავისი მხედრობით და დახმარება შესთავაზა. თბილისის სანახებში სანადიროდ გასულ მეფეს ოსები ჩაუსაფრდნენ და მოკლეს. როგორც ისტორიული წყარეობი გვიამბობენ, კახეთ-ჰერეთის ლაშქარმა თბილისის ალყას თავი მიანება და კვირიკე დიდი კახეთ-ჰერეთში წაასვენა. სად დაკრძალეს კვირიკე მეფე უცნობია.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სკოლის დაწყებასთან
დაკავშირებით, გაიმართა ფერების ფესტივალი, სადაც დასწრება თავისუფალი
იყო.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის
სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, ეთერ
ჯადუგიშვილი speqtri.ge-თან საუბარში აცხადებს, ახალგაზრდების
აქტიურობით კმაყოფილია.
18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით, გაიმართა ფერების ფესტივალი, სადაც დასწრება თავისუფალი იყო.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, ეთერ ჯადუგიშვილი speqtri.ge-თან საუბარში აცხადებს, ახალგაზრდების აქტიურობით კმაყოფილია.
15:14 / 19.09.2017
გურჯაანის გამგეობამ ძეგლთა დაცვის სამინისტროს კიდევ ხუთი
ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების
მოთხოვნით მიმართა.
გურჯაანის გამგეობამ ძეგლთა დაცვის სამინისტროს კიდევ ხუთი ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.
16:27 / 15.09.2017
18 სექტემბერს „პაპას ბაღში“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ახალგაზრდული სამსახურის ინიციატივით, ფერების ფესტივალი გაიმართება.
18 სექტემბერს „პაპას ბაღში“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდული სამსახურის ინიციატივით, ფერების ფესტივალი გაიმართება.
14:32 / 15.09.2017
გურჯაანის მუსიკალური სკოლის დარბაზში თელავის ნიკო სულხანიშვილის
სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტი გაიმართა.
გურჯაანის მუსიკალური სკოლის დარბაზში თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის მოსწავლეების კონცერტი გაიმართა.
17:41 / 29.05.2017
სხვა ამბები
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 114 პედაგოგი იყო ჩართული. ფინალისტები სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
17:21 / 20-09-2017
საქართველოს საჯარო სკოლებში გაკვეთილებს შორის ერთი შესვენება გახანგრძლივდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით სამი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები 20 წუთიანი შესვენებით ისარგებლებენ.
16:29 / 20-09-2017
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმაგურჯაანში, არჩილ ხანდამაშვილმა ჩალაუბნის, მელაანის, კაჭრეთისა და ზემოკაჭრეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამაართა.
13:18 / 20-09-2017
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გიორგი ერბოწონაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
13:14 / 20-09-2017
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი ყვარელწყლის, საკობიანოს და ქორეთის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
12:29 / 20-09-2017
ვალუტა
EUR
EUR
1
2.7424
USD
USD
1
2.3941
GBP
GBP
1
3.0791
TRY
TRY
1
0.6656
RUB
RUB
100
3.9485
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 17 / 24 °C
img
დ.წყარო 16 / 24 °C
img
სიღნაღი 18 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 26 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 18 / 25 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.