კულტურა
გურჯაანში ფერების ფესტივალი ჩატარდება
18 სექტემბერს „პაპას ბაღში“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდული სამსახურის ინიციატივით, ფერების ფესტივალი გაიმართება.


„16:00 საათზე, ახალ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩატარდება ფერების ფესტივალი. კონცერტს თბილისიდან მოწვეული დიჯეი წარუძღვება, იქნებიან მოცეკვავეებიც. ეს არის დღესასწაული, რომელიც ინდოეთიდან შემოვიდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა. ფერები ჯანმრთელობისთვის არ არის მავნებელი. “-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ეთო ჯადუგიშვილმა.
მისივე თქმით, დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.



| Print |
FaceBook Twitter Google