კულტურა
გურჯაანში უძრავი ძეგლის სტატუსი შესაძლოა კიდევ ხუთ ეკლესიას მიენიჭოს
გურჯაანის გამგეობამ ძეგლთა დაცვის სამინისტროს კიდევ ხუთი ეკლესიისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართა.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ძეგლის სტატუსი ვაზისუბანში კვირაცხოვლის, დავითიანის, ელიასა და თამარის სახელობის ეკლესიებს, ხოლო მელაანში კვირაცხოველს მიენიჭება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ აღნიშნულ ობიექტებზე იურიდიული სამართლებრივი რეჟიმი ამოქმედდება.
„სტატუსის მინიჭება ითვალისწინებს მათზე ფიზიკურ და ვიზუალურ არეალების დაცვას. 50 მეტრის რადიუსში ეკლესიის გარშემო აიკრძალება მიწის ფიზიკური სამუშაოები, რაც ძეგლს დაიცავს განადგურებისაგან. ეკლესიები საჭიროებს რეაბილიტაციას. აღნიშნული სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენ გვაქვს უფლება მივმართოთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რათა განხორციელდეს შესაბამისი სარემონტო სამუშაოები. “

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს უკვე ცხრა ეკლესიას მიენიჭა.

| Print |
FaceBook Twitter Google