კულტურა
მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გურჯაანის მუსიკალურ სკოლაში გამართულ კონკურსის „ახალგაზრდა მომღერლების აღმოსაჩენად“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
დასკვნით კონცერტზე 13 მოსწავლე გავიდა და აქედან 10 ფინალისტი დასახელდა.

როგორც სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა და ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რუსუდან ჩიტაურმა განაცხადა, გამარჯვებულები ფულადი ჯილდოთი და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
„ათი ბავშვი გავიდა ფინალში. მათგან ორმა - გორელმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა და კალაურელმა თინათინ ბასოშვილმა, რომელიც თელავშის სამუსიკო სკოლაში სწავლობს, პირველი ადგილი გადაინაწილა. მეორე ადგილზე გავიდა გურჯაანელი მიხეილ მამულაშვილი, რომელიც ასევე თელავის სამუსიკო სკოლის მოსწავლეა, ხოლო მესამეზე - საგარეჯოს ხელოვნების სკოლა „მირელას“ მოსწავლე გუგა ესაიაშვილი. ალექსანდრე ზაზარაშვილს გადაეცა სპეციალური პრიზი, ორკაციანი საგზური ბაკურიანში და 300 ლარი, ასევე სამასი ლარი გადაეცა პირველ ადგილზე გასულ თინათინ ბასოშვილსაც. მეორე ადგილის მფლობელი დაჯილდოვდა - 200, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი -150 ლარით.  დანარჩენ ექვს ფინალისტს გადაეცა ფულადი ჯილდო და გასართობი ცენტრების ვაუჩერი.“

კონკურისს დასასრულს, ოპერის მომღერალმა ნუგზარ (ვალერიანო) გამგებელმა კონსერვატორიის სტუდენტთან თამარ ოთანაძესთან ერთად დუეტი შეასრულა.

| Print |
FaceBook Twitter Google