კულტურა
"რა? სად? როდის?" თამაშის გამარჯვებული მეოთხე საჯარო სკოლა გახდა
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაშის, "რა? სად? როდის?" საშემოდგომო სეზონის ფინალი გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს ჯიმითის, ჩუმლაყის, ბაკურციხის, ქალაქ გურჯაანის პირველი და გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
როგორც ჩვენთან საუბარში გუნდის კაპიტანმა ანი ჭყოიძემ აღნიშნა, ეს მისთვის მოულოდნელი იყო.
„ძალიან დიდხანს ვემზადებოდით. თერთმეტი სეზონია, რაც მეოთხე საჯარო სკოლა თამაშობს და პირველად გავხდით ბროლის ბუს მფლობელები. ეს დიდი პრივილეგიაა ჩვენთვის. “

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის იზა თერგიაშვილის თქმით, ფინალურ ეტაპზე ოცდაათი შეკითხვის შემდეგ ერთნაირი ქულები ქალაქის პირველმა და მეოთხე საჯარო სკოლის გუნდებმა დააგროვეს.
„ საჭირო გახდა დამატებით ბლიც ტურნირის ჩატარება. აქ უკვე ანგარიშით 24-ით 22 გაიმარჯვა მეოთხე საჯარო სკოლის გუნდმა. გამარჯვებულები და საუკეთესო მოთამაშეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნე ბიჭი ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლე ლადი სამადაშვილი. “

ინტელექტუალური თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google