კულტურა
გურჯაანში მუსიკალური კვირეული გაიხსნა
დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლის დარბაზში მუსიკის კვირეული გაიხსნა.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორმა რუსუდან ჩიტაურმა აღნიშნა, ამის შემდეგ კონცერტები მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ მუსიკალურ სკოლაში ჩატარდება.
„დეკემბერი კლასიკური მუსიკის თვედ გამოვაცხადეთ. დღეს შედგა საფორტეპიანო განყოფილების კონცერტი, რომელშიც აკადემიური გუნდი იღებდა მონაწილეობას. მთელი თვის განმავლობაში სხვა სკოლებშიც ჩატარდება სხვადასხვა ხასიათის და მიმართულების თემატური ღონისძიებები. დღეს პარალელურად 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამტავრებულებს გადავეცით მოწმობები. დღევანდელი დღით, ჩვენ სტარტი ავიღეთ გაზაფხულისკენ, რადგან ძირითადი კონკურსები და ფესტივალები გაზაფხულისთვის არის განსაზღვრული.“

მისივე თქმით, 21-დან 28 დეკემბრამდე ყველა სამუსიკო სკოლაში საშობაო კონცერტებიც გაიმართება.



| Print |
FaceBook Twitter Google