კულტურა
ჭერემში მდებარე ორ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული საგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე ორ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

როგორც მერიის კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი განმარტავს, ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტზე იურიდიული რეჟიმი ამოქმედდება .
„ძეგლის სტატუსი მიენიჭა სოფლის სასაფლაოზე მდებარე მამა დავითის ბაზილიკას , რომელიც მეექვსე მეშვიდე საუკუნეებით თარიღდება. ასევე, სოფლის შუაგულში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დარბაზულ ეკლესიას, რომელიც მე-18, მე-19 საუკუნეებით თარიღდება. წმინდა გიორგის ეკლესიას რამდენიმე წლის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია საქველმოქმედო ფონდ ქართუს მიერ და ამჟამად არის მოქმედი. ჩვენი მოთხოვნის პარალელურად, სააგენტო თავისი ინიციატივით ამა თუ იმ ობიექტს ანიჭებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს, რის შემდეგაც მასზე უკვე იურიდიული რეჟიმი მოქმედებს . ეს იმას ნიშნავს, რომ 50 მეტრის რადიუსში არ შეიძლება მიწის სამუშაოების ჩატარება რაც ეკლესიას ზიანს მიაყენებს. ასევე ეკლესიის წინ არუნდა აშენდეს ისეთი ობიექტი, რომელიც მის აღქმას ხელს შეუშლის.“

მარკოზაშვილის თქმით, გასულ წელს მათი მოთხოვნით ცხრა ობიექტი გაძეგლდა. ამჟამად კი ძეგლთა დაცვის სამინისტროში სოფელ ვაზისუბანში მდებარე კიდევ ხუთ ეკლესიაზე აქვთ მოთხოვნა გაგზავნილი, რომლის პასუხსაც უახლოეს მომავალში ელოდებიან.



| Print |
FaceBook Twitter Google