კულტურა
გურჯაანის ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდი განაახლა
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ პროექტ „მაკულატურას“ ფარგლებში ჩაბარებული წიგნებიდან მიღებული ქულებით მხატვრული,შემეცნებითი და დარგობრივი ლიტერატურა შეიძინა.

საბიბლიოთეკო - სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელის ხათუნა ბუზალაძის განმარტებით, წიგნების ნაწილი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დარჩება, ნაწილი კი სოფლებში გადანაწილდება.
„ჩაბარებული წიგნების სპეციალურ პლასტიკურ ბარათზე ქაღალდის წონის შესაბამისად გროვდება ქულები, ე.წ. „ნერგები“. დაგროვებული ნერგები გავცვალეთ შესაბამისი საფასურის პროექტისათვის გამოყოფილ ახალ წიგნებში. აღნიშნული ლიტერატურა უფროსებისთვისაც არის და ბავშვისთვისაც. “

საბიბლიოთეკო გაერთიანება წიგნად ფონდს პერიოდულად ანახლებს და წიგნების შეძენას საკუთარი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელსაც გეგმავს. შესაძენი ლიტერატურის ნუსხაში მკითხველთა მოთხოვნა და ინტერესი იქნება გათვალისწინებული.



| Print |
FaceBook Twitter Google