კულტურა
გურჯაანი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით,  ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ექო-თოფუზი" იმართება.
-"დღეს ჩატარდა პრაქტიკული სამუშაოები გურჯაანის სამხატვრო სკოლის ბავშვებისთვის. მათ ისწავლეს თუ როგორ უნდა გააკეთონ ანიმაციები. ხვალ, 14 საათზე მოეწყობა ბარაბანშოუ, გურჯაანის კულტურის ცენტის დიდ დარბაზში კი ფილმების ჩვენება გაიმართება. ბათუმში ჩატარდება დასკვნითი ღონისძიება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო და შესაბამისი პროზები გადაეცემა."- აღნიშნა გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.


| Print |
FaceBook Twitter Google