კულტურა
მუსიკალურ ფეტივალზე პირველი ადგილი ანსამბლ „გურჯაანის“ სოლისტმა აიღო
გურჯაანში მუსიკალური სკოლის დარბაზში სიმღერის რეგიონალური მესამე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.


საგანმანათლებლო და სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამუსიკო სკოლების განყოფილების უფროსის რუსუდან ჩიტაურის განმარტებით, კონკურსში სულ 13 ბავშვი მონაწილეობდა.
„კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ჩვენი, ასევე სხვა მუნიციპალიტეტის მოსწავლეები: თბილისიდან, გორიდან, გარდაბნიდან, ყვარლიდან და საგარეჯოდან. ჩვენი მხრიდან წარმომადგენლები იყვნენ ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის ბავშვები და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“ . ბევრი მუნიციპალიტეტი, ობიექტური მიზეზის გამო, ვერ გამოცხადდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ადგილობრივი და ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ოპერის სოლისტები. ისინი სპეციალურად იყვნენ ჩამოსულები კონკურსისთვის. გუშინ მათაც შეასრულეს სხვადასხვა არია და ფაქტობრივად ეს გამოვიდა როგორც მასტერკლასი ბავშვებისთვის. კონკურსში ცამეტი ბავშვი მონაწილეობდა და ყველა მათგანს სიგელები გადაეცა. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი დაიკავა ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის სოლისტმა ლუკა თევდორაშვილმა, მეორე ადგილი ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ელენე პაპოშვილმა, მესამე ადგილი შუაზე გაიყვეს თბილისელმა ნიკოლოზ როსტიაშვილმა და სოფიო სიდამონიძემ. მათ სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. აქვე აღვნიშნავ, რომ ოთხმა მონაწილეომ მიიღო სპეციალური პრიზი - ჟიურის სიმპატია, რომელთაც ასევე გადაეცათ ფულადი ჯილდო.“

მისივე თქმით, ასეთ კონკურსს საქართველოში ანალოგი არ აქვს და მათი მიზანი ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაა.

| Print |
FaceBook Twitter Google