ანა ლაზაშვილი - თვითნასწავლი ხელოვანი გურჯაანიდან [Photo-Video]
18:11 / 21.02.2020
PLAYER_GET_VIDEOFLASH
პატარაობისას ყოველთვის ინტერესით ათვალიერებდა განსახვავებულ
ნივთებს. წლები გავიდა, სახლიდან ძველი ნივთების გადაყრა ენანებოდა და
განახლებას ცდილობდა, შემდეგ კი სახლის ინტერიერის გალამაზებას.
თვითნასწავლ ხელოვანს, როდესაც ნივთები უკვე საკმაო რაოდენობით
დაუგროვდა, სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა და მათი ფოტოების
განთავსება დაიწყო. ანა ლაზაშვილის ნამუშევრებმა დიდი ინტერესი
გამოიწვია, რამაც სტიმული მისცა და ასე იქცა გატაცება ბიზნესად.
პირველი ნამუშევარი რაც გაყიდა, ყავის შესანახი ქილა იყო. თითოეულ
ნივთს სითბოთი და სიყვარულით ქმნის, სწორედ ამიტომ მათში ანას ხასიათი
და შინაგანი სამყარო კარგად იგრძნობა.
განსაკუთრებით მომხიბვლელია მის მიერ შექმნილი თოჯინები, ნაზი,
არისტოკრატული და ზოგიც პრანჭია.
ცოტა ხნის წინ კი მისი ფეისბუქის გვერდი სხვადასხვა ტიპაჟის,
ხასიათის, ჩაცმულობისა თუ სქესის თაგუნიებმა მოიცვა, რომლებიც
საახალწლოდ, თაგვის წელთან დაკავშირებით შექმნა. თითოეული ნამუშევარი
დამკვეთის ხასიათს მოარგო, სამოსი და აქსესუარებიც ამის მიხედვით
შეურჩია და ყველასათვის საყვარელ, საინტერესო და სახალისო ფიგურებად
აქცია, რომელიც სოციალურ ქსელში მალე ყველაზე მოთხოვნად ნივთებად
იქცა. ნამუშევრებით საბერძნეთის სატირული გაზეთ პონტიკის (თაგვი)
რედაქციაც დაინტერესდა და ორი ცალი შეიძინა.
ერთი ნამუშევარი მეორეს არასდროს ჰგავს, ყველა ინდივიდუალურია ისე,
როგორც მისი დამკვეთი.
სამი წელია, საზაფხულო სკოლაში პატარა ხელოვანების მიღება დაიწყო და
თავის გამოცდილებას მათ უზიარებს. ისინიც მხიარულად სწავლობენ
ხელსაქმეს.
როცა იღლება, თავისთვის და თავისი პატარა გოგონასთვის თმისსამაგრების
კეთებას იწყებს, ეს მისთვის ერთგვარი განტვირთვაა შრომატევადი საქმის
შემდეგ.
ხელნაკეთი ნივთების შექმნით პატარა მარიამი და გიორგიც არიან
დაინტერესებულები. გიორგის მათ გაყიდვაზე არ უფიქრია, თუმცა სურს, რომ
რასაც შექმნის, მეგობრებს აჩუქოს.
იმ ადამიანებს კი, ვისაც აინტერესებს ხელსაქმე, ვინც ქმნის ხელნაკეთ
ნივთებს, მაგრამ მხოლოდ პირადი განტვირთვისთვის აკეთებს ამას, ურჩევს,
რომ თავიანთი ნამუშევრები სხვებსაც გააცნონ, გაუზიარონ, დღის
სინათლეზე გამოიტანონ, რადგან არასდროს არაა გვიან, რომ გატაცება
ბიზნესადაც აქციოთ.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური
დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს
იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ.
დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან
7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით
ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი
ა.ბ.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის
რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები
თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის
მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი
კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე
„საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი
ადგილის მფლობელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები