კულტურა
სოფელ ძირკოკში უძველესი სამარხი აღმოაჩინეს
უძველეს სამარხებში, რომელთა შესწავლაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში დღეს დაიწყეს, ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკში, დღეს ადრეული შუა საუკუნების (6-7 სს) ქვაყუთის ტიპის ორი სამარხი იქნა შესწავლილი. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოსაგან დამზადებული ბეჭდები, რომლებიც გადაეცემა შესანახად და გამოსაკვლევად გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ფონდსაცავს. სამარხების აღმოჩენამ მთლიანად შეცვალა სოფელ ძირკოკის ისტორია. ირკვევა, რომ დღევანდელი სოფლის ტერიტორია, ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნებიდან ყოფილა დასახლებული,“ - განმარტავს მარკოზაშვილი.

მისივე ინფორმაციით, არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დახმარებით.


ფოტო: თამაზ მარკოზაშვილი


| Print |
FaceBook Twitter Google