კულტურა
"ნატვრის ხის“ რეალური ამბები და პერსონაჟები
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
თავის მოთხრობებში გოგლა ბევრ მათგანს სახელს უცვლიდა, თუმცა ხასიათს უცვლელად გადმოსცემდა. ნამდვილია მარიტაც, ციციკორეც, ღვუნჯუაც, არსებობდა ფუფალაც, ზუსტად ისეთი, როგორიც აღწერილი ჰყავს. ის თურმე მეზობელი სოფლიდან (სავარაუდოდ წყაროსთავიდან) ნათესავებთან გადმოდიოდა ხოლმე პატარძეულში. ნამდვილია ისტორია მეოცნებე კაცის, ელიოზისა, რომელსაც ნატვრად ჰქონია, რაღაც ისეთი სასწაული, რაც აუტანელ სიღარიბეს დაამარცხებინებდა. ნამდვილად არსებობდა აგრეთვე მდიდარი მეცხვარე შეთე, რომელიც სავარაუდოდ გიუნაშვილი უნდა ყოფილიყო.

რომან ზუკაკიშვილს ახსოვს, როგორ უყვებოდა პაპა მარიტას ამბავს, ქალის, რომელიც სახედარზე შემჯდარი ჩამოუტარებიათ სოფელში, ბავშვები კი ქვებსა და ტალახს ესროდნენ თურმე.

„გოგლა უბრალო ხალხის წიაღში ეძებდა მარგალიტებს. ის პაპაჩემის თანამედროვე გახლდათ და რაც მისგან მსმენია, იმას გიყვებით. გამორჩეულად ლამაზი, ნიჭიერი და კეთილი ყოფილა. „ნატვრის ხის“ პერსონაჟები პატარძეულელები, რეალური ადამიანები იყვნენ. მწერალი ჩვენს სოფელში მომხდარ ამბებს პოეტური ოსტატობით აღწერდა. პაპაჩემი მიყვებოდა, რომ ახსოვდა, როგორ დაატარებდნენ უბან-უბან სახედარზე უკუღმა შესმულ ქალს და როგორ ესროდნენ მას ბავშვები ტალახსა და კენჭებს. ამიტომ ვფიქრობ, რაც კი „ნატვრის ხეში“ ხდება, ყველაფერი რეალურია, ან შემსწრეა გოგლა იმ ამბების, ან ხალხისგან სმენია და მერე თავისი გენიალური ნიჭით ლამაზად გადმოუცია,“ - ამბობს რომან ზუკაკშვილი.

ბავშობაში ძალიან გულჩვილი ყოფილა დიდი პოეტი, ერთხელ, მის ამხანაგ თანატოლ ბიჭს ბუდიდან ჩიტის ბარტყი ამოუყვანია. გოგლას ტირილი დაუწყია, უთქვამს, ახლავე ჩასვი ეგ ბარტყი თავის ბუდეში თორემ დარდისაგან მოვკვდებიო.

გოგლა გაზაფხულზე თანატოლებთან ერთად მოინახულებდა ხოლმე პატარძეულის ტყის პირებს და იების ცქერით ტკბებოდა. ანდერძადაც დაუტოვია, მის საფლავზე პატარძეულის იები ეხარებინათ.

გოგლასთან ახლობლობა აკავშირებდა და პირადად იცნობდა პოეტი, მწერალი და ესეისტი ემზარ კვიტაიშვილი. მისი მეუღლე ლეონიძის დისშვილი გახლდათ. ამბობს, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ნათესავებთან, ყველა უყვარდა და ყველაზე ზრუნავდა. იხსენებს, როგორ წაიყვანა დიდმა პოეტმა ის შიო მღვიმელის ოჯახში, იქ, სადაც გოგლა და გალაქტიონი ხშირი სტუმრები ყოფილან.

-„ძალიან ახლოს ვიყავი გიორგი ლეონძესთან. ის ბიძა იყო ჩემი მეუღლის. ხშირად დამირეკავდა ხოლმე - სიძე, ჩემთან მოდი, საქმე მაქვსო! ერთხელ წამიყვანა შიო მღვიმელის სახლში, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო და გოგლა მათ ოჯახს ყურადღებას აქცევდა. იქ დაგვხვდა მისი მეგობარი კასრაძე და ახალგაზრდობის წლებს იგონებდნენ. ეს ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დამრჩა. შიო მღვიმელის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ გოგლა და გალაქტიონი. ტიციანი და პაოლო უყვარდა განსაკუთრებით, მათი გარდაცვალება ძალიან განიცადა. კერპად იყვნენ ქცეული ვაჟა ფშაველა და დავით გურამიშვილი,“-გვიყვება ემზარ კვიტაიშვილი.

ბევრი ჩანაფიქრი ჰქონია გოგლას, რომლის განხორციელებაც აღარ დასცალდა, ყველაზე ძალიან კი მემუარების დაწერა სურდა.
გოგლას ხსოვნას თავის უკვდავ ნაწარმოებებთან ერთად, პოეტის ის პატარა სახლიც ინახავს, რომელიც სოფლის შუაში დგას. სახლის ეზო კოპწია და ლამაზია, იქ ყოველ წელს ყვავის ცეცხლისფერი ბროწეული, ისე, როგორც იქ, მარიტას ნასახლარზე ყვაოდა „ნატვრის ხეში“. სულ მალე მისი სახელობის ბაღი გოგლას სახლ-მუზეუმის მიმდებარედ დაიდებს ბინას, ადგილობრივებმა იქ ბროწეულები უკვე დარგეს.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ
ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით
მონაწილეობს.
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.
22:57 / 03.07.2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’
მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად
გვესაუბრება.
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26.06.2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების
სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ
გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის
დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24.06.2020
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო
ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის
საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
ხატვა ექვსი წლიდან დაიწყო და მისთვის სერიოზულ გატაცებად იქცა. უფრო ხშირად ღამით ხატავს, განსაკუთრებით კი პეიზაჟები იტაცებს. აკრილის საღებავით მუშაობს, ხშირად კი შერეულ მასალასაც იყენებს.
13:49 / 23.06.2020
ნატო ვაჩნაძეს მსახიობობაზე არასდროს უფიქრია. თავიდან ასანთის
ფაბრიკაში მუშად უმუშავია, ამასთან ერთად, მომავალ თაობებს კი თურმე
მუსიკასაც ასწავლიდა.
ნატო ვაჩნაძეს მსახიობობაზე არასდროს უფიქრია. თავიდან ასანთის ფაბრიკაში მუშად უმუშავია, ამასთან ერთად, მომავალ თაობებს კი თურმე მუსიკასაც ასწავლიდა.
08:39 / 14.06.2020
სხვა ამბები
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ა(ა)იპ საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია მიმართავს მთავრობას და განათლების სამინისტროს, რომ ახალი სასწავლო წელი პირველ სექტემბერს დაიწყოს. სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ.
13:30 / 19-06-2020
გამოცდაზე პირბადით ყოფნა და ის ფაქტი, რომ ამ წესების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნან, მათ უკმაყოფილებას იწვევს.
09:07 / 18-06-2020
დღეს "ნატოობაა". ამ დღეს ნატო ვაჩნაძის მშოობლიურ მხარეში გურჯაანში ყოველ წელს გრანდიოზულად აღნიშნავდნენ, თუმცა წელს პანდემიის გამო კულტურული ღინისძიებების ჩატარება დროებით აკრძაულულია.
11:45 / 14-06-2020
ნატო ვაჩნაძეს მსახიობობაზე არასდროს უფიქრია. თავიდან ასანთის ფაბრიკაში მუშად უმუშავია, ამასთან ერთად, მომავალ თაობებს კი თურმე მუსიკასაც ასწავლიდა.
08:39 / 14-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4477
USD
USD
1
3.0532
GBP
GBP
1
3.8144
TRY
TRY
1
0.4448
RUB
RUB
100
4.2454
ამინდი
გურჯაანი 22 / 37 °C
img
საგარეჯო 21 / 33 °C
img
დ.წყარო 20 / 32 °C
img
სიღნაღი 21 / 38 °C
img
ლაგოდეხი 19 / 34 °C
img
ყვარელი 22 / 37 °C
img
თელავი 20 / 34 °C
img
ახმეტა 19 / 34 °C
img
კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.