კულტურა
მიხარია, ჩემი დეკორაციები სხვების ეზოებსაც რომ ამშვენებს - ფილოლოგის ახალი გატაცება
კრეატიული ნივთების, სამკაულებისა და სხვა ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა ბავშვობიდან იტაცებდა. როდესაც სტუდენტი გახდა, გატაცება დროის სიმცირის გამო ცოტა ხნით დაივიწყა.




ნინი ზაკალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია. ბავშვობიდან ხატავს, ორი თვე არც არის, რაც ეზოს დეკორაციების კეთებამ გაიტაცა. სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი my art and decoration და ნამუშევრებიც გაასაჯაროვა. მისი ნაკეთობებით მალე ბევრი ადამიანი დაინტერესდა და შეკვეთების მიღებაც დაიწყო.


ჭიამაიები, სოკოები, ათასფერად მოხატული ჩაიდნები, ყვავილის ქოთნები თუ დოქები - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რასაც ნინი თავისი ფანტაზიით ქმნის.

როგორც ამბობს, ხელოვნება მისთვის სიამოვნების მიღებისა და ყველაფერ უარყოფითისაგან განმუხტვის საუკეთესო გზაა, რადგან დადებითი ემოციები მოაქვს.



-„ჩვენი სახლის ეზო მრავალფეროვანი ყვავილებით გამოირჩევა. გადავწყვიტე, გამეხალისებინა ისინი და ჯერ ძველი საყვავილეების მოხატვა დავიწყე, შემდეგ თვითონ დავამზადე და ეზოს დეკორაციებიც შევქმენი, რამაც ძალიან გამიტაცა. ძირითადად ცემენტითა და წებოცემენტით ვმუშაობ, უკვე ჩამოსხმული ნივთების მოსაპირკეთებლად კი სხვა საშუალებებს ვიყენებ,“ - გვიყვება ნინი.



მისი საქმიანობის ყველაზე დიდი გულშემატკივარი პატარა თემუკაა, რომელსაც სურს დედას დაეხმაროს და ახალი ნამუშევრების შექმნაში მონაწილეობა მიიღოს.
-„ხედავს, როგორ ვაკეთებს ახალ ნივთებს და ცდილობს, დამეხმაროს. ძირითადად კი, მაინც ღამით მიწევს მუშაობა, როცა საოჯახო საქმეს ვამთავრებ და ჩემი პატარაც იძინებს“.

თავდაპირველად, შემოსავლის მიღებაზე, არც უფიქრია, რადგან ყველაფერს ძირითადად თავისი ეზოსთვის ქმნიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ნამუშევრებისადმი ინტერესი გაჩნდა, გადაწყვეტილებაც შეცვალა.



-„ძირითადად ჩემი ეზოს გალამაზებაზე ვზრუნავდი, სანამ არ დამიკავშირდა რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი და ყიდვა არ შემომთავაზა. მაშინ გადავწყვიტე მემუშავა შეკვეთებზე. სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი my art and decoration ძალიან სწრაფად მოიწონა ბევრმა ადამიანმა. მაქვს შეკვეთები როგორც ჩვენი კუთხიდან, ასევე თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდანაც. ძალიან საამაყო და სასიხარულოა, როცა ჩემი შექმნილი ნივთები სხვების ეზოებსაც ამშვენებს.“



ამბობს, რომ ეს საქმიანობა შრომატევადია, თუმცა სასიამოვნო. თითოეულ დეკორაციას მინიმუმ 2-3 დღეს მაინც ანდომებს.
-„ბევრჯერ დამემტვრა უკვე ჩამოსხმული ნივთი, ბევრჯერ ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო და თავიდან მომიწია მუშაობა. ერთხელ გასაგზავნად გამზადებული ჭიამაიები მეექვსე სართულის აივნიდან გადამიცვივდა, მაგრამ რას ვიზამთ, წვალების გარეშე არაფერი გამოდის. ჩემი პროფესიის გარდა, ბევრი ჰობი და მისწრაფება მაქვს. საოცარი გრძნობაა, როცა ამას სხვებიც ამჩნევენ, მოსწონთ და აფასებენ.“


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ
ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით
მონაწილეობს.
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.
22:57 / 03.07.2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’
მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად
გვესაუბრება.
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26.06.2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი
„ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი
რომან ზუკაკიშვილი.
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24.06.2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების
სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ
გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის
დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24.06.2020
სხვა ამბები
უკვე ცნობილია ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და უგულშემატკივროთ ლევან ყანდიაშვილს, რომელიც მეგაპროექტ „დიდ სცენაში“ კახეთის სახელით მონაწილეობს.
22:57 / 03-07-2020
ლაგოდეხელი 17 წლის ერეკლე თურქაძე, ინტერნეტ-სერიალ ,,ნინველში’’ მთავარ როლზე დაამტკიცეს. ამის შესახებ დამწყები მსახიობი თავად გვესაუბრება.
18:03 / 26-06-2020
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სისტემა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა.
13:32 / 25-06-2020
აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების წერა შესაძლოა, პირბადის გარეშე შეძლონ
18:14 / 24-06-2020
გიორგი ლეონიძის შთაგონების წყარო სოფელი პატარძეული იყო და მისი „ნატვრის ხის“ პერსონაჟებიც პატარძეულელები არიანო - ამბობს პოეტი რომან ზუკაკიშვილი.
14:27 / 24-06-2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
13:20 / 24-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6402
USD
USD
1
3.0737
GBP
GBP
1
4.0493
TRY
TRY
1
0.4228
RUB
RUB
100
4.1843
ამინდი
გურჯაანი 19 / 31 °C
img
საგარეჯო 18 / 28 °C
img
დ.წყარო 17 / 26 °C
img
სიღნაღი 19 / 31 °C
img
ლაგოდეხი 18 / 28 °C
img
ყვარელი 19 / 31 °C
img
თელავი 19 / 29 °C
img
ახმეტა 17 / 30 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.