კულტურა
ჩემი გულშემატკივრების გარეშე არაფერი გამომივიდოდა - ლევან ყანდიაშვილი ფინალშია [Video]
გურჯაანელმა ლევან ყანდიაშვილმა პროექტ „დიდ სცენაში“ მორიგ წარმატებას მიაღწია: დუეტების ნახევარფინალური ტურის ლიდერი გახდა და ფინალში გადავიდა. მან საკონკურსო სიმღერა ომა ფავორთან ერთად შეასრულა, რომელიც დიდი სცენის პირველი სეზონის მონაწილე და ლევანთან ერთად, ბენდ „seenთეზის“ წევრია.

ლევანის თქმით, ეს პირველ რიგში, გულშემატკივრების დამსახურებაა.

„ფინალში გადასვლა ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. ეს არის პროექტის დასკვნითი ტური და მთლი ეს დრო იმისთვის ვიბრძოდი, რომ აქამდე მოვსულიყავი. ჩემი გულშემატკივრების გარეშე ნამდვილად არაფერი გამომივიდოდა და პირველ რიგში, ეს წარმატება მათი დამსახურებაა.“

ფინალში კონკურსანტები უკვე ორ სიმღერას შეასრულებენ: ერთს ქართულს და ერთს ინგლისურს. ხმის მიცემის წესი უცვლელია.

იმისთვის, რომ ლევან ყანდიაშვილი „დიდი სცენის“ გამარჯვებული გახდეს, საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა დაურეკოს ნომერზე 0322779913, მხოლოდ ლაივის დროს, კვირას, 23 აგვისტოს, 22:30 წუთიდან. ზარი უფასოა. ერთ აბონენტს მხოლოდ ერთხელ შეუძლია დარეკვა.



| Print |
FaceBook Twitter Google