კულტურა
ჯარისკაცის მამის ძეგლი სპეციალური ხსნარით იწმინდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ დიდების მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო. ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის, ზვიად კურდღელაშვილის ინიციატივით, განახლდა გარეგანათება, გასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია, მიმდინარეობს „ჯარისკაცის მამის“ ძეგლის გაწმენდა, იგეგმება ნაგვის ურნების განთავსება.

-"სპეციალიტის რეკომენდაციით გადაწყდა ჯარისკაცის მამის ძეგლის ქიმიური გაწმენდა-დამუშავება. რაც შრომატევადია და მოიცავს ხანგრძლივ პერიოდს. ამ პროცესის შემდეგ საჭიროა პოლირება. ქიმიური ელემენტები ძეგლს არ დააზიანებს, პირიქით, როცა ყველაფერი დასრულდება "ჯარიკაცის მამა" პირვანდელ სახეს დაიბრუნებს,"-აღნიშნა ზვიად კურდღელაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ჩაირთვება ასევე ვიდეოკამერები და უფასო WIFI.


| Print |
FaceBook Twitter Google