კულტურა
'დიდი სცენის' გამარჯვებული გურჯაანელი ლევან ყანდიაშვილი გახდა
დასრულდა მეგაპროექტი „დიდი სცენა“, სადაც ფინალურ ტურში გამარჯვებისთვის სამი კონკურსანტი იბრძოდა. მათ შორის იყო გურჯაანელი ლევან ყანდიაშვილი. კონკურსანტებმა ორი სიმღერა შეასრულეს, ერთი ქართული და ერთი - ინგლისური.

ჟიურის ქულებისა და მაყურებლის ხმების საფუძველზე გამარჯვებული გახდა ლევან ყანდიაშვილი, რომელსაც ტელეკომპანია „რუსთავი ორი“ ბინას გადასცემს. ამასთან ერთად, მან კიდევ არაერთი საჩუქარი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა გიორგი ფუტკარაძე, ხოლო მესამეზე - მემე ჟორდანია.
| Print |
FaceBook Twitter Google