კულტურა
იაპონელი მხატვრის გამოფენა სიღნაღის მუზეუმში
18მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმმა იაპონელი მხატვრის, ფიროსმანოლოგის, ტაკეჰიდე ჰარადას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა, რომელსაც იაპონიის ელჩი მისი აღმატებულებაიმამურააკირა ესწრებოდა.

გამოფენა იაპონიის საელჩოსა და ეროვნული მუზეუმის ინიციატივით მუზეუმების საერთაშორისო დღეს გაიხსნა.
ფიროსმანოლოგმა ტაკეჰიდე ჰარადამ ხელოვნების მოყვარულებს ნიკო ფიროსმანის შესახებ იაპონურ ენაზე გამოცემული მისივე წიგნის და იაპონურად თარგმნილი ვაჟა-ფშაველას კრებულის ილუსტრაციები წარუდგინა.

1978 წელს ტაკეჰიდე ჰარადა ჩართული იყო გიორგი შენგელაიას ფილმის "ფიროსმანის" იაპონურ პრემიერაში. 24 წლისა იგი ისე მოიხიბლა ამ ფილმით და იმდენად დაინტერესდა მხატვრის ცხოვრებითა და შემოქმედებით, რომ მას შემდეგ ფიროსმანი არასოდეს გამქრალა მისი ხსოვნიდან, მისი გულიდან და მისი შემოქმედებიდან.

სამწუხაროდ, ტაკეჰიდე ჰარადამ ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ მან ქართველ მეგობრებს მადლიერებით აღსავსე წერილი გამოუგზავნა.

"ჩემი გამოფენის სათაურია "წმინდა ფიროსმანი"და იგი გიორგი შენგელაიას ეძღვნება. ჩემთვის მძიმე პერიოდებში ყოველთვის ვფიქრობდი და ვფიქრობ ფიროსმანზე. მუდამ ვეკითხები საკუთარ თავს, ხომ არ ვეწინააღმდეგები ფიროსმანს? იმიტომ, რომ გიორგი შენგელაიას ფილმში ნაჩვენები ფიროსმანი ჩემი ღმერთია. ის მუდამ ჩემს გულშია და მე მას ვეთაყვანები. აქ გამოფენილი ნამუშევრები ჩემი გულიდანაა ამოსული. ისინი შავ ფერზეა დაფუძნებული, ფიროსმანისეული ტილოების შავ ფერზე. ფიროსმანის შემოქმედებამ მაგრძნობინა, რომ შავი ძალიან მდიდარი და ძალიან კეთილშობილი ფერი შეიძლება იყოს.
ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვასწარი და ჩემი ეს ნამუშევრები ვერ ვაჩვენე ბატონ გიორგის, რომელიც მშობელი მამასავით მყავდა საქართველოში.

დასანანია, რომ პანდემიის გამო საქართველოში ვერ ჩამოვედი, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ გამოფენაზე მოსული დამთვალიერებლისთვის სასიამოვნო იქნება იმაში დარწმუნება, რომ შორეულ იაპონიაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფირომანით და საქართველოთი არიან გატაცებული," - ნათქვამია მხატვრის მიერ გამოგავნილ წერილში.


უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღით მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს კიდევ ერთი მეგობარი, ქართველოლოგი იასუსუჰირო ჯოჯიმა. სწორედ მან თარგმნა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ქართულ-იაპონური კულტურული ურთიერთობების განმტკიცებაში. გამოფენის მთავარი იდეაც სწორედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთკავშირის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ქართულ-იაპონური კულტურის ერთმანეთისთვის გაზიარება იყო.

"სასიხარულოა, რომ ორ ქვეყანას - საქართველოსა და იაპონიას შორის ასეთი მჭიდრო კულტურული კავშირი გვაქვს, რასაც კიდევ უფრო აღრმავებს მსგავსი ტიპის ერთობლივი ღონისძიებები, რაც ამ მუზეუმში არაერთხელ გამართულა. მათი მხრიდან ძალიან დასაფასებელია ის დაინტერსება და სიყვარული ქართული კულტურისადმი, რასაც აქ წარმოდგენილი ნამუშევრებიდანაც ნათლად ვხედავთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ დიდხანს გაგრძელდება," - აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგილაშილმა.

ღონისძიებას იაპონიის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერები გიორგი გოგილაშვილი და ნიკოლოზ ჯანიაშვილი ესწრებოდნენ.

გამოფენა მუზეუმში 1 თვის განმავლობაში დარჩება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.