კულტურა
სიღნაღში ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი“ მიმდინარეობს
ქალაქ სიღნაღში ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი“ მიმდინარეობს.
თეატრალური ფესტივალი 23-25 მაისის ჩათვლით გაიმართება. მასში შვიდი ბავშვთა სტუდია და თეატრალური დასი მონაწილეობს.

25 მაისს ფესტივალის მონაწილეები სხვადასხვა საჩუქრებით და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google