კულტურა
დღეს "ახალგაზრდული საბჭოს" არჩევნებია
ამ წუთებში გურჯაანში “ახალგაზრდული საბჭოს” 2021 წლის არჩევნები მიმდინარეობს. დღეს 12-დან 16 საათამდე საბჭოს წევრები აირჩევენ ახალ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, ასევე კლუბების ლიდერებს, რომლებიც ერთი წლის ვადით გადაიბარებენ მმართველობას.

პრეზიდენტობის კანდიდატები არიან: ელენა მინდორაშვილი და მისი ვიცე-პრეზიდენტი სალომე ქოროღლიშვილი; ლიკა მარტაშვილი, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი ჯერ არ წარუდგენია; გიორგი ქართლელიშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ პაპოშვილი.

დღესვე გახდება ცნობილი ვინ იქნებიან კულტურისა და სპორტის, არაფორმალური განათლების, ტურიზმისა და ეკოლოგიის კლუბების ლიდერები.

ცნობისთვის, გურჯაანის ახალგაზრდული საბჭო არის გურჯაანის კულტურის სახლთან არსებული ორგანიზაცია, რომელიც გურჯაანის მერიასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩართულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის განვითარებაში და ასევე არის ავტორი უამრავი ღონისძიების, როგორიცაა: “გურჯაანის ღვინის ფესტივალი”, “ყველისა და კულინარიის ფესტივალი”, “90-იანების წვეულება” და სხვა.



| Print |
FaceBook Twitter Google