კულტურა
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
გურჯაანში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

როგორც speqtri.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, გარკვეული დეტალებია დარჩენილი და სამუშაოები ამ თვის ბოლოს, ან მაქსიმუმ მომდევნო თვის დასაწყისში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ პარკში განახლდა მწვანე საფარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდა განათების ბოძები, განთავსდა სკამები და სანაგვე ურნები, პარკი დაიყო სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნილების სივრცეებად, ასევე შეემატება მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა. გაკეთდა ბავშვთა გასართობი მოედანი.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / პარკი /