კულტურა
გურჯაანში „ღვინოთონი“ გაიმართება
გურჯაანის ტექნოპარკში მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდულ ღონისძიებას- „ღვინოთონს“ ახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, თამარ ფურცელაძე გვაწვდის.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და გურჯაანის ტექნოპარკი ახორციელებს ახალგაზრდულ ღონისძიებას „ღვინოთონი“, რომლის მიზანიც არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის სექტორით დაინტერესებული ახალგაზრდების ჩართვა კვლევაში. კვლევა შეეხება მეღვინეობის სექტორში არსებულ პრობლემებს. გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ მონაწილეებმა, ინოვაციური და ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით, კონკრეტული პროდუქტი უნდა შექმნან.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 16 წლიდან. ამისთვის ისინი უნდა დარეგისტრიდნენ შესაბამის ბმულზე, რომელიც მითითებულია გურჯაანის მერიის ფეისბუქ და ტექნოპარკის ფეისბუქ-გვერდებზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 დეკემბერი. ამის შემდეგ შეირჩევიან კონკურსანტები და მათ უკვე მიეცემათ დავალება, რომელზეც დაიწყებენ მუშაობას სამი დღის განმავლობაში. მეოთხე დღეს ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით,“ - ამბობს Speqtri.ge-სთან საუბარში თამარ ფურფცელაძე.

მისივე თქმით, პროექტი ორიენტირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტზე, თუმცა მონაწილეობის მიღება სხვა რეგიონებიდანაც იქნება შესაძლებელი.
| Print |
FaceBook Twitter Google