კულტურა
ახალგაზრდულმა საბჭომ გურჯაანში “კინომანი” ჩაატარა
დღეს, გურჯაანში ინტელექტუალური თამაში “კინომანი” გაიმართა. თამაში გურჯაანის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა. ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის,საკრებულოსა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“გურჯაანის “ახალგაზრდული საბჭოს “ არაფორმალური განათლების კლუბის ინიციატივით, 17 დეკემბერს, გურჯაანში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “კინომანი”. Პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინტერესის გაზრდას ფილმების მიმართ. თამაშში მონაწილეობას იღებდა 9 გუნდი. სამმა საუკეთესო გუნდმა მიიღო მონაწილეობა ფინალში,”-ამბობს “ახალგაზრდული საბჭოს” ყოფილი პრეზიდენტი, ელენე ქაჩლიშვილი.

მისივე თქმით, გამარჯვებული გუნდი გახდა “three path of pain”, რომლის წევრებიც არიან: გიორგი კუპრაშვილი, თორნიკე მარკოზაშვილი და მარიამ პაპაშვილი. გამარჯვებული გუნდის მონაწილეებს გადაეცათ “სპაიდერმენის” პრემიერის ბილეთები, პოსტერები, სერტიფიკატები და სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები.

| Print |
FaceBook Twitter Google