კულტურა
ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა
ცნობილი ლოტბარი, ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯემალ ჭკუასელი 1986 წლიდან იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი და მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან კი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.

მას არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. 2015 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — "ხელოვნების ქურუმი" გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google