კულტურა
დღეს რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა
მწერალი რევაზ ინანიშვილი 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში დაიბადა.

1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.

1951 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დაამთავრა 1956 წელს. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წელს კი მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა „ნაკადულში".

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში" სასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) მუშაობდა ჟურნალ „დილის" რედაქტორად.

პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი კი 1953 წელს გამოვიდა. 1977 წელს წიგნისათვის „შორი თეთრი მწვერვალი" მიენიჭა რუსთაველის სახეობის პრემია. 1980 წელს კინოფილმმა - „ქვიშანი დარჩებიან" სცენარისთვის, მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე" მიენიჭა.

გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: „ნატვრის ხე" ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, „ქვიშანი დაერჩებიან", „არდადეგები", „დედუნა", „ჩირიკი და ჩიკოტელა", „კაცები"...
მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ ენებზე.

რევაზ ინანიშვილი 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

| Print |
FaceBook Twitter Google