კულტურა
"კონცერტი დიდი ბათქა-ბუთქით დასრულდება" - კულტურის სამსახურის უფროსი
ყვარელში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ უკვე აანთეს.
წელს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ილუმინაციები შეიძინა, რაშიც 124 000 ლარი დაიხარჯა. კულტურის სამსახურის უფროსი, უშანგი მათიკაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, რომ 31 დეკემბერს მოსახლეობას სანახაობრივი ღობისძიებები და საახალწლო განწყობა ელოდება.

" დიდი და გაბრჟღვიალებული ნაძვის ხე გავხსენით. 31 დეკემბერს კი, ნამდვილი დღესასწაული გელოდებათ. მოეწყობა საახალწლო გამოფენა-გაყიდვაც. კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით 22:00 საათზე დაიწყება და დიდი ბათქა-ბუთქით 24:00 საათზე დასრულდება, შამპანიურითა და პურმარილით,"- ამბობს ის.


| Print |
FaceBook Twitter Google