კულტურა
რა გელით 31 დეკემბერს გურჯაანის საახალწლო ღონისძიებაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 31 დეკემბერს, 16:00 საათიდან იწვევს მოსახლეობას საახალწლო ღონისძიებებზე.
“ღონისძიების მონაწილეებს ელოდებათ საახალწლო მარკეტი(18:00); თოვლის პაპა და საჩუქრები(17:00); ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლი “გურჯაანი”(18:00); სოლო მომღერლები-“Leko Studia”,ნათია ქოროღლიშვილი და მარიამ მამისმედიშვილი(19:00); “ტამტამ-შოუ”(20:00); ანდრია გველესიანი და ბენდი(22:00); საპატიო გურჯაანელების დაჯილდოვება(22:50); “მრავალჟამიერი”(23:50); საზეიმო ფოიერვერკი(00:00) და დიჯეი(00:10). ღონისძიების წამყვანი იქნება ქეთი გომართელი,”-ვკითხულობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის “ფეიბუქ” გვერდზე.



“31 დეკემბერს კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 საათიდან დაიწყება საახალწლო ღონისძიება. Სამწუხაროდ, დღეს დილით ანდრია გველესიანს დაუდასტურდა კოვიდი, შესაბამისად ანდრია ვერ ჩამოვა და იქნება მისი ბენდი. სოლო მომღერალი კი იქნება ლაშა გუჯაბიძე.



31 დეკემბრამდე კი კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ დღე, 18 საათიდან 21 საათამდე ჩართულია საახალწლო სიმღერები განწყობის შესაქმნელად,”-გვეუბნება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე.

| Print |
FaceBook Twitter Google