კულტურა
რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე, მწერალ, რევაზ ინანიშვილის თითქმის დანგრეულ სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
მერიამ სახლ-მუზეუმის აღდგენისთვის ტენდერი 167 775 ლარზე უკვე გამოაცხადა.  ტენდერი 11 აპრილს დასრულდება და ამის შემდეგ გაირვევა ვინ განახორციელებს აღნიშნულ სამუშაოებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები 77 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. 

დღევანდელი მდგომარეობით, მწერლის სახლ-მუზეუმი თითქმის სრულიად განადგურებულია.  ადგილობრივებმა სახლის რეაბილიტაციის და იქ მუზეუმის გახსნის მოთხოვნით ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს.

ცნობისთვის, რევაზ ინანიშვილი 1926 წელს 20 დეკემბერს მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: „ნატვრის ხე" ლეონიძის მოთხრობის მიხედვით, „ქვიშანი დარჩებიან", „არდადეგები", „დედუნა", „ჩირიკი და ჩიკოტელა", „კაცები".

მისი ნოველები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ და სომხურ ენებზე.

იგი 1991 წლის 26 დეკემბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


ასეთი იქნება სახლ-მუზეუმი რეკონსტრუქციის შემდეგ
| Print |
FaceBook Twitter Google