კულტურა
გურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ ახალი წიგნები შეიძინა
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ 172 დასახელების 320 წიგნი შეიძინა. მათი ინფორმაციით, ეს არის როგორც ქართული, ისე უცხოური, ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური, იურიდიული, საბავშვო, ხელოვნების და სხვა ჟანრის მხატვრული ლიტერატურა.

როგორც გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა ეკა ბეროშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, წიგნები მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით შეარჩიეს.

"მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებთ მკითხველის მოთხოვნილებებს, ამას ვეძახით უარების წიგნებს, რომელიც ყველა ბიბლიოთეკას აქვს. ასევე ჩვენც აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს ახალ გამოცემებს. გვაქვს მჭიდრო კავშირი გამომცემლებთან და ვირჩევთ წიგნებს. შესყიდული წიგნები გადანაწილდება ჩვენს გაერთიანებაში შემავალ 13 ბიბლიოთეკაში," - გვითხრა ეკა ბეროშვილმა.


ცნობისთვის, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ სულ 3 864 ლარის ღირებულების წიგნები შეიძინა.



| Print |
FaceBook Twitter Google