ხვალ, 18 მაისს, ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ პარკში, ეროვნული
სამოსის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
გურჯაანის მერიის ინფრმაციით, კინოსა და თეატრის მსახიობები
გააცოცხლებენ ფრაგმენტებს ძველი ქართული კინო-ფილმებიდან, მოეწყობა
ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული მოქალაქეების მსვლელობა. ასევე,
წარმოდგენილი იქნება ღვინის, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების
გამოფენა-გაყიდვა და ძველი გურჯაანის ფოტოები.
16:00 საათზე გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტი, სიმებიანი
კვარტეტის მონაწილეობით. საზეიმო ღონისძიებები 18:00 საათზე
ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები