კულტურა
თელავში ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავენ
დღეს ეროვნული სამოსის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თელავში 12:00 საათიდან დაიწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12:00 საათზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრის მიმართულებით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეების, თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მსვლელობა მოეწყობა.

13:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში თელავის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

დღეს, ასევე ღონისძიებით აღინიშნება ეროვნული სამოსის დღე გურჯაანშიც. გურჯაანის ცენტრალურ პარკში, 15:00 საათზე დაიწყება ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული მოქალაქეების მსვლელობა. მოეწყობა ძველი გურჯაანის ფოტოების გამოფენა და სხვა.


შეგახსენებთ, რომ ეროვნული სამოსის დღე საქართველოში 2016 წელს დაფუძნდა და ყველა ქალაქში აღინიშნება.
| Print |
FaceBook Twitter Google