კულტურა
საქართველოს ყოფილი დროშა და გერბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ინიციატივით, საქართველოს ყოფილმა სახელმწიფო დროშამ და გერბმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართვის და საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშას, რომელიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში და საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბს, რომელიც ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, მაგრამ დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, მიანიჭა კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი,“ - ვკითხულობთ საბჭოს ვებ-გვერდზე.
| Print |
FaceBook Twitter Google