კულტურა
"ნადიკვრის" პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება [Photo]
თელავის მუნიციპალიტეტის მერია "ნადიკვრის" პარკის რეაბილიტაციას განახორციელებს. დასასვენებელი და გასართობი სივრცეების მოწყობის სამუშაოებზე 2 758 521 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოცხადდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ამფითეატრის მაყურებელთა დასაჯდომი სივრცის გადახურვა, მოძველებული ატრაქციონების ახლით ჩანაცვლება, ახალი ატრაქციონების განთავსება, აუთვისებელი ქვედა ტერასის სხვადასხვა ფუნქციებით დატვირთვა, მათ შორის სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის სავარჯიშო და სათამაშო სივრცეების მოწყობა.

ასევე, პირველად თელავში, შინაური ცხოველებისთვის მოეწყობა სავარჯიშო სივრცე.

ამასთან ერთად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სავაჭრო ჯიხურებს  და არსებული ატრაქციონების ნაწილს.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.






| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნადიკვარი /