კულტურა
გურჯაანის სამუსიკო სკოლაში ლევან მუღალაშვილის აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, გურჯაანის სამუსიკო სკოლაში, გურჯაანელი ლოტბარის - ლევან მუღალაშვილის შესახებ გამოცემული მონოგრაფიული კრებულის "კახელი ლოტბარები" და აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
კრებული მომზადებულია ილია დათუაშვილის და დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტების - ანანო ხიჯაკაძის, სოფო დალაქიშვილის, ქეთი ასკილაშვილის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კაბინეტის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი თანამშრომლობით.

აუდიტორიას წიგნი ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელმა, ფოლკლორისტმა, წიგნის თანაავტორმა დავით ცინცაძემ წარუდგინა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანსამბლ "გურჯაანის" ორი თაობის წარმომადგენლები ილია დათუაშვილის ხელმძღვანელობით და ლევან მუღალაშვილის სახელობის გალობის სკოლასთან არსებული გუნდი.

პრეზენტაციას მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"აღსანიშნავია, რომ დღეს ლევან მუღალაშვილის კრებულისა და აუდიო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. მოგეხსენებათ, ის არის პროფესიონალი ლოტბარი, შეუფასებელი და ღვაწლმოსილი. მას ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის ჩამოყალიბებაში. მნიშვენლოვანია, რომ ასეთი ადამიანები ყოველთვის გვახსოვდეს და ვაფასებდეთ,"- გვითხრა დავით სონღულაშვილმა.











| Print |
FaceBook Twitter Google