„მტვერი მის თმაში“ - გურჯაანში მარი ყალაბეგაშვილის გამოფენა გაიხსნა
17:38 / 07.06.2022
დღეს, 7 ივნისს, ქალაქ გურჯაანში, ობელისკების ტერიტორიაზე, საბრძოლო
დიდების მემორიალურ მუზეუმში გაიხსნა მარი ყალაბეგაშვილის გამოფენა -
„მტვერი მის თმაში“.
გამოფენა 7-დან 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის სახელწოდების ქვეშ გაერთიანებული ნამუშევრები ინტერვენციას
წარმოადგენს, სადაც ბოლო პერიოდში მომზადებული ინსტალაცია მუზეუმის
მუდმივ ექპონატებთან ერთად ხელშეუხებლადაა ნაჩვენები.
გამოფენაზე წარმოდგენილია თერმულ საბანზე შესრულებული
ნამუშევრები, რომლებზეც დატანილია თმა და სხვადასხვა ქალური
გამოსახულებები.
მარი ყალაბეგაშვილის გამოფენას ხელოვნებათმცოდნე ედიშერ ბერაძე
აფასებს და ამბობს, რომ ავტორმა მიზანმიმართულად ამოწია ეს მკვეთრად
გამორჩეული დეტალი მთელი ბრუტალური პალიტრიდან და შოკისმომგვრელად
დაწყებული ომისა თუ სხვა გლობალური გამოწვევებით შექმნილ საყოველთაო
დაბნეულობასა და გაუგებრობაში თვალისმომჭრელად იმედიანად
ააბრჭყვიალა.
„საბნის თავისთავად „მზრუნველმა“ შინაარსმა ხელოვანისთვის სხვა უფრო
მეტად სათნო და ჰუმანური ასოციაციების გაჩენასაც დაუდო სათავე. ამას
დაემატა თვითონ ავტორის უკომპრომისო რწმენა უკეთესი ალტერნატივის
გარდაუვალობის შესახებ და ომის «სიმულაციურად» შექმნილი
უპერსპექტივობა ახალმა თბილმა და ქალურმა აურამ ჩაანაცვლა.
მარი ყალაბეგაშვილმა სპეციფიკურ ადგილად თავის ბავშვობისდროინდელ
მოგონებებთან დაკავშირებული გურჯაანის ომის მემორიალის ტერიტორია
შეარჩია. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს, მისთვის აქამდე უცნობი ომის
ისტორიის ადგილობრივი მუზეუმიც აღმოაოჩინა და გადაწყვიტა, ჯერ კიდევ
გერმანიაში ყოფნის პერიოდში, უკრაინელ ხელოვანთან ნიკიტა კადანთან
კონსულტაციით, ომამადე რაღაც წინასწარმეტყველურად დაწყებული
ნამუშევარი გურჯაანის ამ პატარა მუზეუმის
სივრცეში განეხორციელებინა.
წინაპრების სამყოფელმა და ადგილთან დაკავშირებულმა საკუთარმა
გამოცდილებამ ხელოვანის გადაწყვეტილებებს მეტი დამაჯერებლობა შემატა
და ნამუშევარი გამდიდრდა როგორც ფორმის, ასევე იდეური თვალსაზრისითაც.
პოპარტისტული სიმეტრიის მსგავსად, თერმული მასალის «ტილოზე» ნაჩვენები
ქალის თმის სხვადასხვა ვარიაციები, ხელოვანის წარმოდგენაში ირონიული
რეპლიკა იყო ქუჩაში აგრესიული ფორმით გაკრული საარჩევნო პოსტერების
ბრიყვული და თვალთმაქცური ტენდენციის მიმართ. ქალი თითქოს უპრეტენზიოდ
და საკუთარი სახის ჩვენების გარეშე იღებდა პასუხისმგებლობას უფრო
მშვიდობიანი და ჰარმონიული რეალობის ფორმირების შესახებ,“ - ამბობს
ხელოვნებათმცოდნე ედიშერ ბერაძე.
გამოფენის ფარგლებში, სტუმრებს გარდა ნამუშევრების
დათვალიერებისა, შესაძლებლობა ექნებათ მეტად საინტერესო სანახაობასაც
გაეცნონ. ამისთვის, მარი ყალაბეგაშვილი სტუმრებს ძველი ფოტოსურათების
მიტანას სთავაზობს, რათა დამთვალიერებლებმა ნახონ, თუ როგორ ქრება
ფოტოსურათი ქიმიური სითხის მეშვეობით, შემდეგ კი, სხვა სითხეში
მოთავსებით- კვლავ გამოისახება.
თელავის ისტორიულ მუზეუმში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს მტევანი“
გაიხსნა, სადაც მონაწილეობის მისაღებად 121 ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი
ფილმია წარმოდგენილი.
27-დან 30 სექტემბრის ჩათვლით, თელავი მოკლემეტრაჟიანი ფილმების
საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს მტევანი“ უმასპინძლებს, რომლის
მხარდაჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალის მიზანია, ხელი
შეუწყოს კინოხელოვნების განვითარებას და პოპულარიზაციას როგორც
საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ქართული მეღვინეობის უმთავრეს რეგიონში კახეთში, კერძოდ სოფელ
კარდანახში, მდებარე სასტუმრო “ამპელო”-ში, 7 ოქტომბერს ღვინის
ფესტივალი გაიმართება, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ
ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით
ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან
კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში,
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა,
რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის,
დაკარგულია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის
გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის
- 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები
დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები
გადაეცათ.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან
შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში
მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის
დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე
ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები