კულტურა
გურჯაანის თეატრში სპექტაკლის პრემიერაა
15 ივლისს, 18:00 საათზე გურჯაანის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში, გაიმართება სპექტაკლის პრემიერა - "ცხრა მთის გადაღმა".

მუნიციპალური კულტურის ცენტრის რეჟისორი დავით ნაცვალაშვილი იმედოვნებს, რომ პრემიერა წარმატებით ჩაივლის და მაყურებელი სანახაობით მოხიბლული დარჩება.

"ცხრა მთის გადაღმა" პირველი სპექტაკლია მრავალწლიანი პაუზის შემდეგ და ვფიქრობთ, ამ დროის შემდეგაც თეატრს ეყოლება მაყურებელი." ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში დავით ნაცვალაშვილი.

სპექტაკლი გათვლილია მოზარდ მაყურებელზე და მოგვითხრობს დაძმურ, დედმამიშვილურ სიყვარულზე, მეგობრობასა და ურთიერთ თანადგომაზე.

ბილეთის შეძენა შესაძლებელია კულტურის ცენტრის სალაროში. ფასი 3 ლარი.
| Print |
FaceBook Twitter Google