კულტურა
გურჯაანელმა მოცეკვავეებმა ფესტივალზე „ნარინჯისფერი ქობულეთი“ პირველი ადგილი დაიკავეს
2022 წლის 1-დან 27 ივლისის ჩათვლით ზღვისპირა ქალაქი ქობულეთი მასპინძლობს ხელოვნების მე -18 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი "ნარინჯისფერი ქობულეთი" მიმდინარეობს. მასში მონაწილეობდნენ გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლები, რომლებმაც პირველი ადგილი მოიპოვეს. ესენი არიან: ანსამბლი "მხედრული" (ქორეოგრაფები: ომარ და მალხაზ მირიანაშვილები) და ანსამბლი "სანაგირე" (ქორეოგრაფები: ილია შოშიაშვილი და ელზა პაპოშვილი).

გურჯაანის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, „ფესტივალ-კონკურსის მიზანია ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმობნეული ხალხური კულტურის მარგალიტების შეკრება და წარმოჩენა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფების დაახლოება და გამოცდილებათა გაზიარება. პატარებსა და მოზარდებში ხელოვნების სიყვარულის გაღვივება.“ 

მათივე ცნობით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა, ისე საზღვარგარეთ მოღვაწე წამყვანმა ვოკალურმა, ფოლკლორულმა, თეატრალურმა და ქორეოგრაფიულმა ჯგუფებმა.



| Print |
FaceBook Twitter Google