კულტურა
16-17 ივლისს თუშეთი ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს
მთის კვირეულის ფარგლებში, 16-17 ივლისს, თუშეთი და ყაზბეგი ტურისტულ ფესტივალს უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტური არის ყველასთვის, ვისაც ხინკალი უყვარს, რადგან წელს პირველად გაიმართება ხინკლის დღეები.

„თუ მთის უძველესი ტრადიციების აღმოჩენა გსურს, ამოდი მთაში.
დააგემოვნე ოჯახური ტრადიციებით დამზადებული ნამდვილი მთიულური ხინკალი და ადგილზე მოხარშული ცოცხალი ლუდი.
გაეცანი მთის ხინკლის ისტორიას, დახელოვნდი ხინკლის სწორედ მოხვევაში, დაესწარი ქსოვის, რეწვის გაკვეთილებს, ისიამოვნე მრავალფეროვანი მუსიკით, ცეკვით, სპორტული აქტივობებითა და შემეცნებითი ტურებით.“ - ამბობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, ტურების განრიგი ასეთია: 16-17 ივლისი თუშეთში, ომალო.
ყაზბეგი, ელიას ტყე, 16 ივლისი.

23 ივლისს კი მთის კვირეულს უმასპინძლებს:
• სვანეთი, ჰეშკილი
• რაჭა, შოვი
| Print |
FaceBook Twitter Google