კულტურა
ვაჩნაძიანის "ყვავის საყდარში" არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს
სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე ,"ყვავის საყდარში" არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ძეგლი VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება.

"ეკლესია მდებარეობს სოფლიდან 500 მეტრის დაშორებით და ამ ადგილს "ულენჯიანი" ჰქვია. ძეგლი გეგმით მოზრდილი სამეკლესიანი ბაზილიკაა,რომელიც განეკუთვნება მერვე-მეცხრე საუკუნეებს. მთავარი ეკლესია აღმოსავლეთით ნალისებრი ფორმის აფსიდით არის დასრულებული. ამდროისთის, ბაზილიკა დაზიანებულ მდგომარეობაშია. ჩამოშლილია მთავარი ეკლესიის კამარა და კონქი,კედლების ზედა ნაწილები. ბაზილიკის ჩრდილოეთი მინაშენი ძლიერ დაზიანებულია,კამარა სანახევროდ ჩამოშლილია,კედლები დაბზარული. რაც შეეხება სამხრეთ მინაშენს, იგი ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. ადგილობრივი მოსახლეობა ეკლესიას ,,ყვავის საყდარს" უწოდებს,თუმცა იგი წმინდა გიორგის სახელობის აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს კრამიტზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერები.

ეკლესიის გარშემო რამდენიმე ტიპის სამარხი დადასტურდა:ქვის სამარხები(ქვაყუთები),ორმოსამარხები ,კრამიტსამარხები და შედგენილი ტიპის სამარხები. სამარხები ქრისტიანულია და უინვენტარო,"-ამბობს თამაზ მარკოზაშვილი. 


| Print |
FaceBook Twitter Google