კულტურა
ბნელია გზა-წიგნის პრეზენტაცია გურჯაანის ბიბლიოთეკაში
გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, მწერალ გიორგი ხარაიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
გიორგი ხარაიშვილის სადებიუტო რომანი სახელად "ბნელია გზა" ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებია. წიგნი მოგვითხრობს პატარა სოფლელ ბიჭზე, რომელიც მამის სახელოვან საბრძოლო მოგონებებსა და ზღაპრებზე გაიზარდა, საკუთარი გზის პოვნას ცდილობს, სახელსა და დიდებაზე ოცნებობს. მოკლე დროში კაელი, პროფესიონალ მებრძოლად ქცეული, თავისი სამყაროს ბედის განმსაზღვრელი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდება - ორად გახლეჩილი სამყარო, თეთრი და შავი ტაძარი, სიგიჟის მთები, შავი მხედრები, მაქციები, მაგუსები და არქანუსები...
ღონისძიებაზე მკითხველებს ავტორთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება ჰქონდათ, ხოლო შეხვედრის ბოლოს მსურველებს საშუალება მიეცათ წიგნი ადგილზევე შეეძინათ.
გიორგი ხარაიშვილი ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტია.

„როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო რომანის ნომინაციაში, ვარ ლიტერატურული პრემია „საბას“ ფინალისტი. ჩემი ჩამოსვლის მიზეზი არის ის, რომ გურჯაანელ ახალგაზრდებს უკეთ გავაცნო ფენტეზის ჟანრი. იმის გათვალისწინებით, რომ გაზრდილია ინტერესი, შეხვედრა იყო შემეცნებითი და სასიამოვნო,“-ამბობს speqtri.ge -სთან საუბარში გიორგი ხარაიშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google