კულტურა
სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება
13 აგვისტოს, შაბათს, ქალაქ სიღნაღში ზაფხულის ღამის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მუსიკოსთა კავშირის „ZMG-ART“, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და DMO – „Visit Kakheti“ –ის ორგანიზებით ხორციელდება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის თქმით, ფესტივალის მხარდამჭერები არიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმეები.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაია ბარათაშვილი, ზაზა მარჯანიშვილი, ჯორჯ მელი, გია რაქვიაშვილი, გიორგი სამსონაძე, ლევან ჯაფარიძე, ანდრია გველესიანი, დათო ლომიძე, დავით ქარჩავა და გიორგი კობახიძე.

ფესტივალის პარალელურად ქალაქ სიღნაღში ადგილობრივი მეწარმის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება.

ფესტივალი 18:00 საათზე გაიხსნება, ხოლო კონცერტის ნახვას სტუმრები 20:00 საათიდან შეძლებენ.

საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას.
| Print |
FaceBook Twitter Google