კულტურა
რა სანახაობა გელით გურჯაანის ღვინის ფესტივალზე
პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ,  მეღვინეებს და მეწარმეებს კვლავ მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქტი მომხმარებლებს გააცნონ.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და მისი ოფიციალური პარტნიორია IWSC, ხოლო მხარდამჭერები არიან:

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 30 000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს ელოდება.

შეგახსენებთ, რომ წელს ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და სიძველის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს. 

ღვინის ფესტივალზე ახტალის პარკში ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაბამისი სივრცე. წარმოდგენილი იქნება ბავშვთა გასართობი პროგრამა, კახური მასტერკლასები, აგრობაზარი, ღვინის ბარი, სპორტული, მეღვინეობის, მეწარმეობის, გასრონომიული და საგამოფენო სივრცეები. 

საფესტივალო განრიგი ასეთია:

14:00-15:00 ფესტივალის გახსნა და თეატრალიზებული მსვლელობა

14:00-18:00 Live Stream
14:00-22:00 ღვინის ბარი
• ღვინის კოქტეილების გაყიდვა
• თავშესაქცევი სივრცე
• მუსიკალური გაფორმება: გიგი ვანდერი, ლევან ყანდიაშვილი

14:00-18:00 საგამოფენო სივრცე
• გამოფენა მეღვინეობისა და ადგილწარმოშობების შესახებ
• 3D ქვევრის მასტერკლასი
• თიხით ქვევრის ამოყვანის მასტერკლასი
• საინფორმაციო სტენდები ტურიზმის, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებისა და სოფლის მეურნეობის შესახებ

14:00-16:00 სპორტული სივრცე
• ქართული ჭიდაობა
• დაჯილდოების ცერემონიალი
• ცოცხალი მუსიკალური გაფორმება - საჭიდაო

14:00-18:00 ბავშვთა გასართობი პროგრამა
• ზალიკო სულაკაური
• მეცნიერების შოუ
• ილუზიონისტების, ანიმატორებისა და ჯამბაზების შოუ
• თოჯინების თეატრი
• მუსიკალური გაფორმება - Leko’s Studio და სხვები

14:00-19:00 აგრო ბაზარი
• ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
• კახური ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა
• მუსიკალური პერფორმანსი

14:00-19:00 კახური მასტერკლასები
• თათარაობა და ჩურჩხელების ამოვლება
• თონეში პურის ჩაკვრა
• თონეში კახური ნაზუქების ჩაკვრა
• მუსიკალური პერფორმანსი

14:00-19:00 მეღვინეობის სივრცე
• მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
• გამოფენა-გაყიდვა და ღვინის დეგუსტაცია
• ფიროსმანის სუფრა
• მისალმება და IWSC wine judging in Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალი
• საწნახელში ყურძნის დაწურვა
• მუსიკალური გაფორმება: ნათია ქოროღლიშვილი, ქართული ხმები და ბენდი, ნოდარიკო ხუციშვილი და მეგობრები
• მუსიკალური პერფორმანსი

14:00-19:00 მეწარმეების სივრცე
• მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
• ხელნაკეთი ნივთებისა და ღვინოების გამოფენა-გაყიდვა
• ფიროსმანის ორი ქართველი მარანთან
• მუსიკალური გაფორმება: ტატო გოდერძიშვილი, ანსამბლი „ხარება“, „გრუვ პოსიშენ“, ანსამბლი „გურჯაანი“
• მუსიკალური პერფორმანსი

14:00-19:00 კულინარიული შოუ
• მისალმება და შოუს გახსნა
• დალილა ცატავა გასტრონომიის შესახებ
• შეფების შოუ: ლევან კობიაშვილი, ხათუნა სალუქვაძე, ლუკა თოდუა, არტურ ლინკევიჩი, კესო მახარაძე, ირაკლი თოდაძე
• გასტრონომიული მასტერკლასები: ჩაქაფული, იმერული კეცები, ტენილი ყველი, ხინკალი, ხავიწი კოტორი, გურული სუნელი, გოგრის ხანგალაში, ნილგანალაში და ა.შ.
• მუსიკალური პერფორმანსი

14:00-22:00 გასტრონომიული სივრცე

19:00-22:00 გალა კონცერტი
• თამადა
• ცაგარელი და მეგობრები

ცნობისთვის, ფესტივალი, მეოთხე წელია საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას.









| Print |
FaceBook Twitter Google