კულტურა
სიღნაღში ფესტივალი „ფიროსმანია სიღნაღში“ გაიმათება
სიღნაღი მალე ახალ ფესტივალს უმასპინძლებს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ფიროსმანია სიღნაღში“ სსიპ შემოქმედებითი საქართველოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ოქტომბერში გაიმართება.

მათივე ცნობით, საფესტივალო პროგრამა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გვერდზე უახლოეს მომავალში განთავსდება.

ფესტივალის პროგრამა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებულ მრავალფეროვან შემეცნებით, შემოქმედებით, სანახაობით ღონისძიბებს მოიცავს.

ცნობისთვის, „ფიროსმანია სიღნაღში“ მუდმივმოქმედი ფესტივალის სახით დაფუძნდება და განვითარდება, როგორც საერთაშორისო მასშტაბის არტ-პლატფორმა.


| Print |
FaceBook Twitter Google